გუშინ, 15 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, "ევროპის დღეები 2020" და პროექტის "მე-ევროპელი" ფარგლებში, გაიმართა ონლაინ დისკუსია მწერალთან, დრამატურგსა და რეჟისორთან ნინო ხარატიშვილთან.
დისკუსიის თემა იყო "ევროპა-საქართველოს მერვე სიცოცხლე".
ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.
დისკუსიის მოდერატორი იყო მწერალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.