2020 წლის 29 დეკემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის, ქეთა ქეთელაურის ადმინისტრაციის აგრარული კომიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ მასტერკლასი „თანამედროვე მარკეტინგული კომუნიკაციები ტურიზმში“.
დღეს მასტერკლასის მეორე დღე იყო.
ონლაინ მასტერკლასს უძღვებოდა სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი ნოდარ ჯავახიშვილი.