დღეს, 2020 წლის 28 დეკემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის, ქეთა ქეთელაურის ადმინისტრაციის აგრარული კომიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ონლაინ მასტერკლასი სახელწოდებით „თანამედროვე მარკეტინგული კომუნიკაციები ტურიზმში“.
მასტერკლასის პირველ დღეს ლექციას უძღვებოდა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი სოფიკო თევდორაძე.
ხვალ მასტერკლასის მეორე დღეა.
ლექციას წარუძღვება ნოდარ ჯავახიშვილი - სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი.