გუშინ, 2020 წლის 25 ნოემბერს, საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენამ“, ევროკომისიის ,,NI4OS-Europe” პროექტის ფარგლებში, ევროპის ღია მეცნიერების ,,Cloud EOSC”-ის შეხვედრას უმასპინძლა.
,,NI4OS-Europe” არის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ეროვნული ღია მეცნიერების Cloud-ის ინიციატივების, სერვისების და ელექტრონული ინფრასტრუქტურის განვითარებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თხუთმეტ ქვეყანაში.
ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
შეხვედრას უძღვებოდნენ კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენას“ წევრები ბატონი რამაზ ქვათაძე და ქალბატონი თამარ გვენეტაძე, ასევე საქართველოს სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი.
ონლაინ შეხვედრა ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა.