დღეს, 2021 წლის 10 თებერვალს გურამ თავათქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტისა და ჩინეთის საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, ონლაინ საჯარო ლექცია ,,აბრეშუმის გზა - ისტორია, თანამედროვეობა და მომავალი" ჩატარდა.
საჯარო ლექციას უძღვებოდა ოთარ ჭიღლაძე - პეკინის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, პლატფორმა ,,სინოლოგიას" დამფუძნებელი.
სპიკერმა ვრცლად ისაუბრა ისტორიული აბრეშუმის გზის ჩამოყალიბებისა და განვითარების თავისებურებებზე.