სტუდენტები გაეცნობიან გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ფორმებს.
ახალი ამბები
გასვლითი სემინარი შემოსავლების სამსახურში
2012 წლის 4 მაისიდან 11 მაისამდე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ბაკალავრიატის მესამე სასწავლო წლის 76 სტუდენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადამხდელთა მომსახურეობის ცენტრში გასვლითი პრაქტიკული სემინარი ჩაუტარდება.
სტუდენტები გაეცნობიან გადასახადის გადამხდელთა მომსახურების ფორმებს. მათ შორის, გადასახადის დეკლარირების, დღგ გადამხდელად აღრიცხვის, სალარო აპარატის რეგისტრაციის, საგასახადო დავის, საჩივრის განხილვის წესებს, ნორმებს და სხვა.
სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს დეტალურად მოუთხრობენ იმ გამარტივებული პროცედურების თაობაზე, რომლებიც დაინერგა შემოსავლების სამსახურში. მათ შორის, გადამხდელთა ინფორმირების, კონსულტირებისა და უფასო მომსახურების სხვა ფორმების თაობაზე.
სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვის, პირადი ბარათების, საგადასახადო დავალიანების შემთხვევაში გირავნობის, ყადაღისა და საინკასო დავალების ელექტრონულ პროგრამებს.
მისასალმებელია, რომ ასეთი ხასიათის გასვლითი სემინარები შესაბამის პირობას ქმნის, სასწავლო კურსის თეორიული სწავლების პარალელურად, სტუდენტებმა შეიძინონ შესაბამისი პრაქტიკული უნარ–ჩვევები.
გასვლითი პრაქტიკული სემინარების ჩატარება ჩვენი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემის ოპტიმიზაციის, ბოლონიის პროცესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან დაახლოების, ევროპული განათლების სწავლების ფორმებისა და მეთოდების დანერგვას ითვალისწინებს.