2024 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჯიუ-მ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
სამსახურსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ჯიუ-ს სამართლის პროგრამის სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაიარონ პრაქტიკა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებთან.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას თემაზე - ,,იურისტის პროფესიული განვითარება”.
პანელურ დისკუსიაზე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა:
- იურიდიული პროფესიის თავისებურებები და არსებული გამოწვევები;
- თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების მნიშვნელობა იურისტის პროფესიაში;
- როგორ ავირჩიოთ სპეციალიზაცია სამართალში.
- რა ეტაპები უნდა გაიაროს ახალგაზრდა იურისტმა, რომ შეძლოს თავისი შესაძლებლობების რეალიზაცია.
- რას სთავაზობს იურიდიული დახმარების სამსახური ადვოკატობის მსურველ ახალგაზრდებს, როგორია სამსახურის სერვისები, როგორ ერთვებიან ადვოკატები გახმაურებულ საქმეებში, რა ზეწოლას შეიძლება განიცდიდეს საზოგადოებრივი ადვოკატი საზოგადოების მხრიდან, როდესაც ის მძიმე ბრალდებულს იცავს.
პანელურ შეხვედრას უძღვებოდნენ:
- დავით სიმონია - სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი; ადვოკატი სისხლის სამართლის მიმართულებით.
- იოსებ გაბარევი - საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს პროფესორი; ადვოკატი.
- გიორგი სვიანაძე - სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის თანახელმძღვანელი; ასოცირებული პროფესორი.
დისკუსიას მოდერატორობას უწევდა GIU-ს სამართლის და პოლიტიკის სკოლის დეკანი; ასოცირებული პროფესორი, თათია დოლიძე.