კურსდამთავრებულები და მეგობრები

ელენე მარგალიტაშვილი

ელენე მარგალიტაშვილი

მთავარი არხის დილის გადაცემა  ,,შენი დილა”  - ჟურნალისტი


გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!

ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.

სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის  სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი! 

 


ახალი ამბები

პრაქტიკული სემინარი - საჯარო რეესტრში

21 დეკემბერი 2010

2010 წლის 14-დან 20 დეკემბრის ჩათვლით გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტებისათვის  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში პრაქტიკული სემინარი ჩატარდა.

სტუდენტებმა, სასწავლო  საგნის - „ბიზნესის სამართლებრივი რეგულირება“ ფორმატში საჯარო რეესტრში გაიარეს პრაქტიკული მეცადინეობა ბიზნესის რეგისტრაციის  წესებისა და პროცედურების, უძრავი ქონების აღრიცხვის სისტემისა და მოქალაქეთა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მომსახურების თაობაზე.

მსგავსი ხასითის გასვლითი სემინარები შესანიშნავი საშუალებაა, სტუდენტებმა ადგილზე, საკუთარი თვალით იხილონ პრაქტიკულად როგორ ხდება სამეწარმეო და არასამეწარმეო პირთა სახელმწიფო და საგადასახადო აღრიცხვის წარმოება. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველო მეორე ადგილზეა მსოფლიოში ამ სფეროში განხორციელებული რეფორმების კუთხით.

იმედს ვიტოვებთ, ასეთი ტიპის მეცადინეობები  სისტემატურ ხასიათს მიიღებს როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე სხვა სახელმწიფო  უწყებებში და ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტების პრაქტიკული მოქმედებისა და შესაძლებლობების გამოვლენის არეალიც  გაიზრდება.