გუშინ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი პირველკურსელ სტუდენტებს შეხვდა. რექტორმა ახალგაზრდები ფინჯან ჩაიზე მიიპატიჟა და მათთვის საინტერესო თემებზე ისაუბრა.
სტუდენტებთან შეხვედრა პროექტ „ჩაი ჩვენს ლექტორებთან“ ფარგლებში გაიმართა.
თავისუფალ ფორმატში ორგანიზებული შეხვედრა გულწრფელად და ორივე მხარისათვის საინტერესოდ წარიმართა.
იყო შეკითხვები და არგუმენტირებული პასუხები.
პროექტი მიზნად ისახავს, რაც შეიძლება მეტი გაიგონ ახალგაზრდებმა მათი პედაგოგებისა და მათთვის საინტერესო და პატივსაცემი ადამიანების პიროვნული თუ ცხოვრებისეული თვისებებისა და გამოცდილების თაობაზე.
ასეთი ხასიათის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.