გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმა ედიშერ ფუტკარაძემ 2016 წლის 7 აპრილს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სამეცნიერო-კვლევითი სტიპენდია მესამედ მოიპოვა.
მას ადრეც ჰქონდა მოპოვებული Max-Planck-ისა და DAAD-ის სამეცნიერო სტიპენდიები.
პროფესორი ედიშერ ფუტკარაძე, ზემოთხსენებული სტიპენდიების მხარდაჭერით, სხადასხვა დროს იმყოფებოდა გერმანიის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო კვლევით ცენტრებში (ქალაქ ფრაიბურგის მაქს-პლანკის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი, კიოლნის უნივერსიტეტი).
ამჯერად პროფესორი ედიშერ ფუტკარაძე DAAD-ის სტიპენდიით სამეცნიერო სტაჟირებაზე მიწვეულია ქალაქ ბერლინში, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში.
იგი, გერმანელ კოლეგებთან მიღწეული წინასწარი შეთანხმების თანახმად, მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან იმუშავებს სასჯელის საკითხზე გერმანული სისხლის სამართლის მიხედვით.