2023 წლის 27 იანვარს, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, GTUNI-ში გაიმართა პროგრამირების საერთაშორისო სკოლა - ალგორითმიკის ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა სკოლის მთავარი პრონციპებისა და მუშაობის გაცნობას მშობლებისა და ფართო აუდიტორიისთვის.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროგრამული პრეზენტაციები.
ალგორითმიკა პროგრამირების საერთაშორისო სკოლაა, რომელიც 80-ზე მეტ ქვეყანაში 7-დან 17-წლამდე 400 000-ზე მეტ ბავშვს ასწავლის პროგრამირებას.
პროგრამირება 21-ე საუკუნის უნარია, რომელიც უზრუნველყოფს მომავლის განათლებას. ალგორითმიკა ეხმარება ბავშვებს გადადგან პირველი ნაბიჯები STEM-ში. პროგრამირების საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები ქმნიან თამაშებს, ვიდეოებს, ანიმაციებს და IT პროექტებს.
GTUNI ხელს უწყობს და მიესალმება, ახალგაზრდებში ისეთი უნარ-ჩვევების შეძენას, რომელიც მათ ხელს შეუწყობს დაიმკვიდრონ საკუთარი თავი თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში.