პირველი ქართული გაზეთის გამოსვლიდან 195 წელი გავიდა.
კურსდამთავრებულები და მეგობრები
ელენე მარგალიტაშვილი
მთავარი არხის დილის გადაცემა ,,შენი დილა” - ჟურნალისტი
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!
ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.
სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი!
განცხადებები
ახალი ამბები
ქართული პრესის დღე უნივერსიტეტში
2014 წლის 21 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებმა პირველი ქართული გაზეთის გამოსვლიდან 195 წლისთავი აღნიშნეს.
დარბაზში თავშეყრილ სტუდენტებს პირველი „ქართული გაზეთის“ – „საქართველოს გაზეთის“ (1819 წ.) დაარსებისა და გამოცემის თაობაზე ესაუბრა პროფესორი დალი ჩიკვილაძე. მისი თქმით, „ქართული გაზეთი“ იმდროინდელ საქართველოში ერთადერთი პერიოდული გამოცემა იყო და ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემის ისტორიაც სწორედ აქედან იღებს სათავეს და ა. შ.
ბეჭდურ მედიაში მცირე ექსკურსი შემდეგ სცენა საქართველოს დამსახურებულ არტისტს თინათინ ელბაქიძეს დაეთმო და ქალბატონმა თინათინმაც, მისთვის დამახასიათებელი ოსტატობით, დარბაზში მსხდომნი ცნობილი ქართველი მწერლის, მთარგმნელის, კრიტიკოსისა და ლიტერატურათმცოდნე გერონტი ქიქოძის პუბლიცისტური წერილების საიდუმლოებას აზიარა.
დასასრულს სტუდენტებმა თინათინ ელბაქიძესთან სამახსოვრო სურათები გადაიღეს.