ახალი ამბები

ქართველი სტუდენტები ინჰოლანდის უნივერსიტეტში გაივლიან სასწავლო კურსს

14 ივლისი 2017

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში დასრულდა სამართლის და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტების სტუდენტთა ERASMUS + პროგრამის ფარგლებში ინჰოლანდის უნივერსიტეტში (როტერდამი, ნიდერლანდები) მეორე ეტაპზე სწავლის მსურველთა შესარჩევი კონკურსი.

პროექტის სახელწოდებაა „მობილობა უსდ სტუდენტებისა და პერსონალისათვის“ (Mobility for Learners and Staff-Higher Education Student and Staff Mobility).

პროექტის პარტნიორები არიან ინჰოლანდის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი.

კონკურსის შედეგად 2017 წლის 23 აგვისტოდან როტერდამის უნივერსიტეტში სასწავლებლად მივლინებულნი იქნებიან ნინო ერაძე და გიორგი ჯახაია (სამართლის ფაკულტეტი) და ლაშა ფარცვანია და დავით გვალია(ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი).

ქართველი სტუდენტები ინჰოლანდის უნივერსიტეტში გაივლიან სასწავლო კურსს და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მოხდება მათი კრედიტების აღიარება.