ახალი ამბები

„იდეების ფესტივალი – 2013“ პირველი ტური დასრულდა

18 მარტი 2013


2013 წლის 18 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში რეკლამების კონკურსის „იდეების ფესტივალი –2013“ პირველი ტური ჩატარდა.

კონკურსში მონაწილეობას იღებდა უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული ექვსი გუნდი: Unknown, Ad Generation, Promoters, Simple Solution, ალპინისტები და რეკონკისტა.

კონკურსში მონაწილე გუნდებისათვის წინასწარ იყო ცნობილი ის ექვსი კომპანია (მისტერ მასტერი, კლონდაიკი, ბელას ტორტები, საჯარო რეესტრი და საქართველოს ფოსტა), რომელთა შესახებაც უნდა მოეძიათ ინფორმაცია და შემდგომ წარმოედგინათ სარეკლამო რგოლის იდეა.

პირველი ტურის დაწყებამდე გაიმართა კენჭისყრა, გამოვლინდა ორი კომპანია, რომლის პროდუქტსა და მომსახურებას უნდა გაკეთებოდა რეკლამა. თითოეული კომპანიის რეკლამის შესაქმნელად გუნდებს მიეცათ 20–20 წუთი, ხოლო თავად რეკლამის იდეის წარმოსადგენად – ხუთიდან შვიდ წუთამდე.

კონკურსს კომპეტენტური ჟიური აფასებდა.

წარმოდგენილი რეკლამა რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდა: კრეატიულობა, შემოქმედებითობა, დრო, ვიზუალური მხარე და პრეზენტაბელურობა.

გუნდების მიერ წარმოდგენილი სარეკლამო იდეების პრეზენტაციებისა და ჟიურის გადაწყვეტილებით, მეორე ეტაპზე ოთხი გუნდი გავიდა: Simple Solution(136 ქულა); რეკონკისტა (120 ქულა), ალპინისტები (118 ქულა) და Ad Generation (116 ქულა).

მეორე ტურში გუნდებმა გადაღებული სარეკლამო რგოლი და ჟიურის მიერ შერჩეული ერთ–ერთი კომპანიის რეკლამის იდეა უნდა წარმოადგინონ.