2015 წლის 19 მარტს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა. რექტორთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორები.
საბჭოს სხდომაში მონაწილეობას იღებდა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. მათ შორის: „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს“ პროექტი, რომელიც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, უნდა მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან. განხილული იქნა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სწავლებისა და მეცნიერული კვლევების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტასა და მოგვარებას. საბჭომ ასევე იმსჯელა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის საკითხზე და სხვა.
რექტორთა საბჭო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება და ერთობლივად განიხილავს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს.