2016 წლის 20 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდის წევრები სისხლის ბანკს სტუმრობდნენ და თავიანთი თანატოლის დასახმარებლად, ქველმოქმედების მიზნით, სისხლი გაიღეს.
საქველმოქმედო აქცია კვლავაც გაგრძელდება და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 11 აგვისტოს ნადარბაზევთან ტრაგედია დატრიალდა. მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და გზის გადაღმა სამ ახალგაზრდას დაეჯახა. შედეგად ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბაჩანა ქვლივიძე მძიმედ დაშავდა და დღემდე ექიმების მეთვალყურეობით აგრძელებს მკურნალობას.