დღეს გაიმართა “Erasmus+”-ის ფარგლებში მოქმედი “Re-Direction”-ის პროექტის მორიგი ონლაინ სამუშაო შეხვედრა მე-6 სამუშაო პაკეტთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის აღნიშნული სამუშაო პაკეტის მონაწილე ინსტიტუციების, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო), დნიპროს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, კიევის სამედიცინო უნივერსიტეტისა (უკრაინა) და კარლშოშულეს საერთაშორისო უნივერსიტეტის (გერმანია, პროექტის კოორდინატორი) წარმომადგენლები.
“Re-Direction”-ის პროექტის მე-6 სამუშაო პაკეტი ითვალისწინებს პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და ექსპლუატაციის საკითხებს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო სამუშაო პაკეტის ამოცანებს, მხარეთა შორის ფუნქციების გადანაწილებასა და სხვა ადმინისტრაციულ საკითხებს. შეხვედრის ბოლოს კარლშოშულეს საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა საქართველოს
საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს წარმომადგენლებთან ისაუბრეს პროექტის მონაწილეთა მომავალ წელს გასამართი პირველი ფიზიკური შეხვედრის დეტალების შესახებ.