ინოვაციური პროექტის ,,RE-DIRECTION" ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და რომელსაც ჰყავს საერთაშორისო პარტნიორების კონსორციუმი, მიმდინარე წლის 19-21 მარტს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ეს ამბიციური ინიციატივა, რომელიც “Erasmus+”-ის პროგრამის ქოლგის ქვეშ მიმდინარეობს, მოწოდებულია უკრაინისა და საქართველოს უმაღლესი განათლების ციფრულ სეგმენტში რევოლუციური ცვლილებების განსახორციელებლად. 719,984 ევროს გრანტის მქონე პროექტი აერთიანებს 13 უნივერსიტეტს, ორ სამინისტროსა და ერთ საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციას. ის მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების განახლებასა და უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის მორგებას თანამედროვე ციფრულ სტანდარტებთან, მდგრადობის პრაქტიკულ ასპექტებთან და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.
Პროექტის პირველი შეხვედრის საზეიმო გახსნამ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში შექმნა შესანიშნავი ფონი სამ-დღიანი ფორმატის აქტივობისათვის, რომელიც გაჯერებული იყო პარტნიორული დისკუსიებით, სტრატეგიული დაგეგმვითა და კულტურათა დიალოგით. შეხვედრა დაიწყო მასპინძელ უნივერსიტეტში ვიზიტით, რომელსაც ახლდა ოფიციალური დახვედრა და საინტერესო აქტივობები, რომელთა მიზანიც პროექტის სხვადასხვა პარტნიორს შორის გუნდური სულისკვეთებისა და ურთიერთგაგების გაძლიერება იყო.
პირველ დღეს, შეხვედრის დასაწყისში პროექტის მონაწილეებმა მოისმინეს GIU-ს რექტორისა და კანცლერის შესავალი სიტყვა, რომელსაც მოჰყვა უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტუდენტის პრეზენტაცია ამავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტური ცხოვრების შესახებ. პროექტის კოორდინატორმა (რომელიც კარლშოშულეს საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენელია) და მასთან ერთად საკონსულტაციო ორგანიზაციის “BK Consult GmbH” წარმომადგენლებმა ხელი შეუწყეს დისკუსიებს პროექტის არსისა და მიზნების შესახებ. Შეხვედრის მსვლელობისას საუბარი ასევე შეეხო რისკებისა და ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტიანი გეგმის შემუშავების საკითხს.
მომდევნო დღეები დაეთმო სამუშაო პაკეტების დეტალურად შესწავლას. Პროექტის Მონაწილეები ეწვივნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. Მიმდინარეობდა მსჯელობა პროექტის ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტების ირგვლივ, როგორებიცაა კურიკულუმების განვითარება და მდგრადობის ღონისძიებების უზურნველყოფა. Შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებული ყოველი სესია მიზნად ისახავდა ყოვლისმომცველი მეთოდოლოგიის ჩარჩოს შექმნას, რომელიც გადამწყვეტი იქნება პროექტის წარმატებისთვის.
შეხვედრა დასრულდა კავკასიის უნივერსიტეტში ვიზიტით და არსებითი განხილვებით, რამაც გააძლიერა პარტნიორების სულისკვეთება პროექტის მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად.
,,RE-DIRECTION"-ის პროექტის გუნდი იწყებს სვლას მკაფიო ტრაექტორიით ინკლუზიური, ინოვაციური და მდგრადი უმაღლესი განათლების პრაქტიკების შესამუშავებლად.
აღმოაჩინეთ მეტი “RE-DIRECTION”-ის ტრანსფორმაციული პოტენციალის შესახებ აქ: