2023 წლის 1 თებერვალს საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი.
კონფერენციაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ კონფერენციის მონაწილეებს თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე წარუდგინა.
კენჭისყრის შედეგად, კონფერენციის მონაწილეებმა, ბატონი დავით გურგენიძე ერთხმად აირჩიეს.
ახალმა თავმჯდომარემ კოლეგებს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და სამოქმედო გეგმა გააცნო.
კონფერენციაზე საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის ასოცირებულ წევრად ევროპის უნივერსიტეტი აირჩიეს.