საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია „ველსის“ წარმომადგენლებმა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალური მეცნიერებების ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის სახელმძღვანელოს - “ვაჭრობის საბაზისო კურსი“ პრეზენტაცია მოაწყვეს.
პრეზენტაციას უძღვებოდა ,,ველსის" დამფუძნებელი და ტრეიდერი დიმიტრი სუკიასოვი.
სტუდენტებთან შეხვერდის დროს ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე როგორიცაა საფონდო ბაზრის სტრუქტურა და ძირითადი მონაწილეები; სავაჭრო ორდერები და მათი ნაირსახეობა; ვაჭრობის ფსიქოლოგია; სავაჭრო პლატფორმის -,,PPRO 8” ძირითადი ფუნქციები და გამოყენების წესები; საფონდო ინდექსები და მათი შედარებები, ფიუჩერსების რაობა, ლიკვიდურობის ცნება, სავაჭრო სტრატეგიები და სხვა საბაზისო პრინციპები.