2018 წლის 15 მაისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ მარიამ ლაცაბიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა.
სტუმარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა „იუსტიციის სახლის“ იდეა, კონცეფცია და მისი ძირითადი მიზანი; „იუსტიციის სახლის“ მისია - მომხმარებელთათვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება; იუსტიციის სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციები და მიმდინარე რეფორმები; შეფასებისა და კარიერული განვითარების სისტემა იუსტიციის სახლში და კარიერული განვითარების საფეხურები იუსტიციის სახლში.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა.
სტუდენტების განსაკუთრებული ინტერესი. გამოიწვია იუსტიციის სახლში სტაჟირების გავლისა და დასაქმების თემებმა.
მარიამ ლაცაბიძემ უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.
საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ მარიამ ლაცაბიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
დასასრულს სტუმარმა დაათვალიერა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სასწავლო ლაბორატორიები.