2014 წლის 26 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში გარემოს დაცვისა და ბუნებრიივი რესურსების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ საჯარო ლექცია - "გვჭირდება თუ არა "მწვანე" ეკონომიკა" წაიკითხა.
მინისტრის მოადგილემ დაწვრილებით აუხსნა სტუდენტებს, თუ რა არის "მწვანე" ეკონომიკა, რას ნიშნავს სამი გრადუსით დათბობა, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს თუ ეს პროცესი განვითარდა და რა სამუშაოებია გასატარებელი კლიმატის ცვლილებების შესარბილებლად, რა შუაშია ამ პროცესებთან საქართველო, 2030-მდე პერიოდში რომელ სექტორებს უნდა დაეყრდნოს ეკონომიკის წინსვლა, რას აკეთებს სახელმწიფო "მწვანე" ეკონომიკისათვის და რას აკეთებს კონკრეტულად ამ კუთხით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო?
თეიმურაზ მურღულიამ ისაუბრა იმის თაობაზეც, რომ "მწვანე" პრინციპების იგნორირება ტექნოლოგიური და სოციალური პროგრესის იგნორირებას იწვევს. ამას მოჰყვება დინამიური ეფექტიანობის იგნორირება, ხოლო ეს არამდგრად კონკურენტუნარიანობას გამოიწვევს.
ლექციის დასრულების შემდეგ მინისტრის მოადგილემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
თეიმურაზ მურღულიამ უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა.