2021 წლის 2 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია ,,ნდობაზე დაფუძნებული გუნდი”.
ლექციას უძღვებოდა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის სამხედრო სტრატეგიისა და ძალთა დაგეგმვის სამმართველოს უფროსი ლაშა დავითაძე.
ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა დავითაძე 1999 წლიდან მსახურობს თავდაცვის ძალებში; იგი გახლავთ 2008 წლის ომის მონაწილე; მიღებული აქვს მონაწილეობა NATO-ს ეგიდით წარმოებულ „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბატალიონის მეთაურის რანგში.