8 ნოემბერი ადვოკატის საერთაშორისო დღეა.
სწორედ აღნიშნულ პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: ,,პროფესია ადვოკატი".
შეხვედრა გაიმართა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის იურისტთა კლუბისა და სამართლის სკოლის თანაორგანიზებით.
საჯარო ლექციას უძღვებოდა მოწვეული სპიკერი ნინი კერძაია - მოქმედი ადვოკატი, საადვოკატო კომპანია კერძაია და პარტნიორების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.