GIU-ს ქალთა კვირეულის ფარგლებში, 6 მარტს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და აშშ-ს სოლიდარობის ცენტრის თანაორგანიზებით, ჩატარდა საჯარო ლექცია/დისკუსია თემაზე: ,,ქალთა შრომითი უფლებები“.
ღონისძიების ფარგლებში მსჯელობა წარიმართა დასაქმებულ ქალთა უფლებების, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის პრევენციის, შრომით სამართლებრივი მდგომარეობის, ეროვნული და საერთაშორისო გამოცდილების ანალიზის ირგვლივ.
ლექციას უძღვებოდა მოწვეული სპიკერი: თამარ გაბისონია - დასაქმებულთა უფლებების დამცველ იურისტთა საერთაშორისო ქსელის (ILAW Network) რეგიონული კოორდინატორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
ღონისძიებაზე დამსწრეებს საგანგებოდ მიმართა სტანისლავ ჩინიუხმა - აშშ-ის სოლიდარობის ცენტრის პროგრამის დირექტორი საქართველოში.