2023 წლის 16 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში (ყოფილი სახელწოდება: გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტი) გაიმართა საჯარო ლექცია ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე: ,,სამართლის გამოწვევები ხელოვნური ინტელექტის განვითარების ჭრილში - ჩინეთის ტექნოლოგიური პროგრესის მაგალითზე".
მოწვეული სტუმარი იყო: ზვიად გაბისონია - სამართლის დოქტორი 2002 წლიდან, 5 წიგნის და 40 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი
საჯარო ლექციას მოდერაციას უწევდა: მარიამ დარბაიძე - საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი.
შეხვედრას ესწრებოდნენ GIU-ს სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და დაინტერესებული პირები.
ლექციის დასრულების შემდეგ სტუმარმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.