2023 წლის 24 აპრილს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე ,,შრომითი ნორმები".
შრომის ინსპექციის სამსახურის საჯარო ლექციას უძღვებოდნენ: მაია მიქაია - შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის მოადგილე და ომარ მარგველაშვილი - სექსუალური შევიწროების აკრძალვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ზედამხედველობის სამმართლოს უფროსი.
საჯარო ლექციის მეორე ნაწილი დაეთმო დისკრიმინაციის პრევენციის მექანიზმებზე საუბარს.
შეხვედრას ესწრებოდნენ GTUNI-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები და დაინტერესებული პირები.