დღეს, 2019 წლის 17 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები კომპანია „სმარტერის“ თანადამფუძნებელს დიმიტრი აბულაძეს შეხვდნენ და საინტერესო თემაზეც ისაუბრეს.
საჯარო ლექციის თემა გახლდათ „ინოვაციური სტარტაპ იდეა“.
სტუდენტები გაეცნენ ინოვაციური სტარტაპის თავისებურებებსა და მისი განხორციელების პრინციპებს.
საჯარო ლექცია საინტერესო აღმოჩნდა სტუდენტებისათვის და ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა.