ახალი ამბები

საჯარო შეხვედრის თემა: ევროინტეგრაცია და ვიზალიბერალიზაცია

26 აპრილი 2018

დღეს, 26 აპრილს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ნაძალადევის რაიონის მე-17 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი სოფო კილაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორი არჩილ ყარაულაშვილი სტუდენტებს შეხვდნენ და ევროინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე ესაუბრნენ: რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის შესახებ; რატომ ევროკავშირი: რა პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელი მოაქვს საქართველოსათვის ევროკავშირს; ვიზალიბერალიზაცია: პროცედურები, შეზღუდვები; საქართველო და უსაფრთხოების საკითხები: დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდა; საგანმანათლებლო პროგრამები საქართველოში და სხვა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

საჯარო შეხვედრას ესწრებოდნენ ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

დამატებით იხილეთ:

http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komitetebi/adamianis-uflebata-dacvisa-da-samoqalaqo-integraciis-komiteti/axali-ambebi-adamianis/sofo-kiladze-es-qveyana-yvelam-ertad-unda-avashenot.page

იხილეთ ფოტოგალერეა...