მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა ტრადიციულ საერთაშორისო სატელევიზიო პუბლიცისტური გადაცემებისა და სატელევიზიო დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალ „კენტავრს“ უმასპინძლა.
ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მედიაფაკულტეტებისა და სატელევიზიო შემოქმედებითი სტუდიების სტუდენტებს.
ამჯერად საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდნენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჯიპას, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების თეონა ლომსაძისა და იოანე ედიშერაშვილის ფილმით „ყველა ბავშვი განსაკუთრებულია“. ხელმძღვანელები: ედნარ გიორგობიანი და ვახტანგ ნანიტაშვილი.
ფილმში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებზეა საუბარი და ავტორები ამ ადამიანთა თანადგომისა და ყურადღების მიპყრობისაკენ მოუწოდებენ საზოგადოებას.
საერთაშორისო ფესტივალზე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნამუშევარმა ნომინაციაში „წარმატებული დებიუტი“ გაიმარჯვა და შესაბამისი სერტიფიკატი დაიმსახურა.
2014 წლის 2 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.
ფილმის პრემიერას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, დაინტერესებული პირები და გთსუ საპატიო დოქტორი, ჰოლანდიელი პროფესორი დიკ ვეინანდსი.
სტუდენტები გამოვიდნენ ინიციატივით, დაფუძნდეს მოძრაობა, რომელიც თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდჭერის საქმეში.
პირველივე ღონისძიება, რომელსაც სტუდენტები ჩაატარებენ, იქნება საქველმოქმედო კონცერტი.
კონცერტის თანაორგანიზატორი იქნება ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის"
ფილმს ლაიტმოტივად გასდევს განსაკუთრებულობის გრძნობა, რომელიც ასე ფასეულს ხდის თითოეულ ინდივიდს.