2024 წლის 25-29 ოქტომბერს, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, ჩატარდა მე-7 საერთაშორისო ფორუმი ,,ინტეგრირებული მიდგომა სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართ ცენტრალურ ევრაზიაში: საკითხები და პერსპექტივები“ („The Integrated Approach to Social Sciences and Humanities in Central Eurasia: Issues and Perspectives”).
ფორუმში მონაწილეობა მიიღო ჯიუ-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი სვიანაძემ, რომელმაც, ფორუმის ფარგლებში, გააკეთა მოხსენება თემაზე ,,მუსლიმური თემის სოციალური ინტეგრაციის სამართლებრივი ასპექტები საქართველოში“.
საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა ცოდნის ინტეგრაციის ინსტიტუტის (IKI) და ისლამური აზროვნების საერთაშორისო ინსტიტუტის (IIIT) ორგანიზებით.