ახალი ამბები

საერთაშორისო კონფერენცია: ეროვნული ეკონომიკა უახლესი გლობალური გამოწვევების პირობებში

1 მარტი 2023

მიმდინარე წლის 1-28 თებერვალს უკრაინაში, ქ. ხარკოვში, ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია ,,ეროვნული ეკონომიკა უახლესი გლობალური გამოწვევების პირობებში” („National Economies in the Conditions of the Latest Global Challenges”).

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო), უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხარკოვის ო. მ. ბეკეტოვის სახელობის ეროვნული სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკის უნივერსიტეტის (ხარკოვი, უკრაინა), ხარკოვის ვ. ნ. კარაზინის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის (ხარკოვი, უკრაინა), კრივოი-როგის ეროვნული უნივერსიტეტის (კრივოი-როგი, უკრაინა), იური კონდრატიუკის სახელობის პოლტავის პოლიტექნიკური ეროვნული უნივერსიტეტის (პოლტავა, უკრაინა), საჯარო ადმინისტრირების ნაციონალური აკადემიის (ჰანოი, ვიეტნამი), ვარნას ტექნიკური უნივერსიტეტის (ვარნა, ბულგარეთი), კოჯაელის უნივერსიტეტის (კოჯაელი, თურქეთი), გერმანიის ანგეშტელერის აკადემიის (მიუნხენი, გერმანია) და ცხუმ-აფხაზეთის სამეცნიერო აკადემიის (თბილისი, საქართველო) წარმომადგენლები.

კონფერენციაზე გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ გ. ლობჟანიძე; ზ. ადამია; ს. თავართქილაძე; ტ. გეთაშვილი; ს. თევდორაძე; ზ. მუშკუდიანი; ხ. თაბაგარი და ნ. სურმანიძე.

კონფერენციის მასალები შეგიძლიათ იხილოთ OJS პლატფორმაზე:

https://ojs.kname.edu.ua/index.php/area/issue/view/44