2023 წლის 22-23 სექტემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, კვლევების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელმა ზოია ადამიამ მონაწილეობა მიიღო გერმანიაში, დარმშტადტის ტექნიკური უნივერსიტეტში, გამართულ მე-9 საერთაშორისო კონფერენციაში: ,,წერის უნარის ჩამოყალიბება უკრაინული ენის გაკვეთილებზე: მეთოდები და პრაქტიკა“.
GIU-ს პროფესორის მოხსენების სახელწოდება იყო: ,,On the experience of teaching Georgian writing to Ukrainian refugees (on the example of the Georgian-Ukrainian Institute)”.
Პროფესორი ზოია ადამია თავის Მოხსენებაში შეეხო უკრაინელ ლტოლვილებთან ქართული ანბანისა და წერის სწავლების გამოცდილებასა და მიღებულ შედეგებს.
კონფერენციაზე Მომხსენებელმა ისაუბრა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში სპეციალურად უკრაინელი ლტოლვილებისათვის გახსნილ ენებისა და კულტურის ქართულ-უკრაინულ ინსტიტუტზე, სადაც უკრაინელი მოქალაქეებისთვის ქართული ენის შემსწავლელი უფასო კურსები მოქმედებს.
ახალი ამბები
საერთაშორისო კონფერენცია: წერის უნარის ჩამოყალიბება უკრაინული ენის გაკვეთილებზე: მეთოდები და პრაქტიკა
24 სექტემბერი 2023