ახალი ამბები

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე და თანამედროვე სამართლის ამოცანები

14 მაისი 2021

დღეს, 2021 წლის 14 მაისს გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე და თანამედროვე სამართლის ამოცანები“.

კონფერენციის მუშაობაში, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ სამართლის სფეროს აკადემიური წრის წარმომადგენლები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან.

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში ცხოვრება და კანონი“.

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.


იხილეთ ფოტოგალერეა...