მიმდინარე წლის 20-21 სექტემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკო კვარაცხელიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - ,,შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე II".
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომის სახელწოდება იყო: ,,საკრუიზო ტურიზმი, როგორც ლურჯი ეკონომიკის მნიშვნელოვანი მიმართულება”.
კვლევა ეხებოდა შავ ზღვაზე საკრუიზო ტურიზმის განვითარებას.