დღეს, 2019 წლის 17 მაისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულმა კონფერენციამ მუშაობა დაიწყო.
კონფერენციის სახელწოდებაა „ადამიანის უფლებები და კონსტიტუციური გარანტიები“.
ქართველ მეცნიერებთან ერთად კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტები გერმანიიდან, ჩინეთიდან და უკრაინიდან.