გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში დასრულდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია სახელწოდებით „ადამიანის უფლებები და კონსტიტუციური გარანტიები“.
ქართველ მეცნიერებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამართლის დარგის აღიარებულმა სპეციალისტებმა გერმანიიდან, ჩინეთიდან და უკრაინიდან.
კონფერენციის მუშაობა რამდენიმე მიმართულებით წარიმართა: კონსტიტუციურ-სამართლებრივი, სისხლის სამართლებრივი და კერძო სამართლებრივი მიმართულებები.
უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციის მიმდინარეობისას გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და კიევის ეროვნულ საავიაციო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.