საერთაშორისო კონფერენციის მასალები სამეცნიერო შრომათა კრებულში დაიბეჭდა.
2014 წლის 12 ივლისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გზა ევროინტეგრაციისაკენ“.
სამეცნიერო კონფერენციაზე, ქართველი პროფესურის ნააზრევის პარალელურად, წარმოდგენილი იყო ამერიკელი, ფრანგი, სლოვაკი, გერმანელი, უკრაინელი და ლიტველი აკადემიური წრის წარმომადგენელთა ხედვა და იდეები.
სამეცნიერო კონფერენციაზე ხუთი სექცია იყო წარმოდგენილი: სოციალური და ჰუმანიტარული; ჟურნალისტიკა; ეკონომიკა და ბიზნესი; უცხო ენები და საინფორმაციო ტექნოლოგიები.
სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავდა, ევროპასთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შეეხსენებინა საზოგადოებისათვის, რომ ევროპულ სივრცეში დამკვიდრების მრავალსაუკუნოვანი ოცნების ახდენა ქართველ ერს, უფლებებთან ერთად, უზარმაზარ პასუხისმგებლობასა და მოვალეობას აკისრებს.
საერთაშორისო კონფერენციის მასალები სამეცნიერო შრომათა კრებულში დაიბეჭდა.