2016 წლის 27 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალის „ზუმი - თბილისი 2016“ ნომინანტები დაასახელეს.
ფესტივალში ხუთი ქვეყნის (საქართველო, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ავსტრია, უნგრეთი) თორმეტი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი: ტელესექციაში - თხუთმეტი ნამუშევარი, ფოტოსექციაში - ოცდაერთი ავტორის ასზე მეტი ნამუშევარი და ერთიც ბიზნეს პროექტი.
ნომინაციებში გამარჯვებულები შემდეგი თანამიმდევრობით გადანაწილდნენ:
ტელესექცია:
ნომინაცია „საუკეთესო სამაუწყებლო ბიზნეს პროექტი“ - ია ბაწაშვილი, მეგი მაჭრაშვილი, ანა ვერძაძე, თეონა სელიმაშვილი, აკაკი მელქაძე, სალომე ნიკოლაიშვილი, რუსუდან კილასონია, თორნიკე ხუციშვილი, სოფიო მალანია (გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი).
ნომინაცია „საუკეთესო რეპორტაჟი“ - მარიამ ანჯაფარიძე (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი).
ნომინაცია „საუკეთესო ტელესიუჟეტი“ - შორენა ღვაჩლიანი (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი).
ნომინაცია „ საუკეთესო ოპერატორი“ - რუსუდან სუხიტაშვილი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი).
ნომინაცია „ჟიურის სიმპათია“ - თათია მერაბიშვილი, თეონა კაკიაშვილი, ნინო ჭიქინაშვილი, ნინო ენდელაძე, სალომე შალიკაშვილი (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი).
ნომინაცია „ჟიურის სპეციალური პრიზი“ - თეონა გიორგელაშვილი (გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი)
ფოტოსექცია:
ნომინაცია „საუკეთესო ფოტოამბავი“ – თამარ ჯაკობია (უნგრეთი)
ნომინაცია „საუკეთესო პორტრეტი“ - მარიამ კაპანაძე (გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი)
ნომინაცია „ საუკეთესო არტ-ფოტო“ - სალომე კოპაძე (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი)
ნომინაცია „უნიკალური კადრი“ - თამარ დვალი (ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი)
ნომინაცია „ჟიურის სპეციალური პრიზი“ - რუსუდან გრძელიძე (საფრანგეთი)
თითოეულ სექციას თავისი ჟიური ჰყავდა,
ფოტონამუშევრებს ფოტოხელოვანი იური მეჩითოვი, ხოლო ვიდეონამუშევრებს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის ხელმძღვანელი და რეჟისორ-დოკუმენტალისტი ვაჟა ზუბაშვილი აფასებდა.