ფილმი საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის საგანმანთლებლო პროექტის ფარგლებში არის შექმნილი.
კურსდამთავრებულები და მეგობრები
ელენე მარგალიტაშვილი
მთავარი არხის დილის გადაცემა ,,შენი დილა” - ჟურნალისტი
გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია!
ეს არის ადგილი, სადაც გამჩნევენ; ადგილი, სადაც უკეთესი ადამიანი ხდები; ადგილი, რომელიც თავიდან თითქოს შორი, შემდეგ კი ყველაზე ახლობელია.
სადაც არ უნდა ვისწავლო, რომელი უნივერსიტეტის სახელიც არ უნდა შეემატოს ჩემს ბიოგრაფიას, ყოველთვის, როდესაც კითხვას დამისვამენ, ყველაზე დიდი სიამაყით, სითბოთი და სიყვარულით ვუპასუხებ, რომ მე გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობდი!
განცხადებები
ახალი ამბები
საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია უნივერსიტეტში
20 დეკემბერი 2013
2013 წლის 20 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის წარმოდგენილი იქნა დოკუმენტური ფილმი „მიძინება“.
ფილმი საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის საგანმანთლებლო პროექტის ფარგლებში არის შექმნილი და ახალგაზრდა თაობის სულიერ და ზნეობრივ აღზრდას ემსახურება.
შეხვედრას ესწრებოდნენ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი, სატელევიზიო პროექტის ხელმძღვანელი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი და ჟურნალისტი თამარ თაგვაძე.
შეხვედრას ესწრებოდნენ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი მათიაშვილი, სატელევიზიო პროექტის ხელმძღვანელი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი და ჟურნალისტი თამარ თაგვაძე.
ფილმის იდეის ავტორია ასმათ ოქროპირიძე, სცენარის ავტორი - მართა კასრაძე. რეჟისორი - ლევან ქიქავა.