დღეს, 6 ოქტომბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი გრიგოლ კალანდაძე უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
სპიკერმა სტუდენტებს გააცნო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა, ისაუბრა გაცვლით პროგრამებზე, ამჟამად მიმდინარე პროექტებზე, საერთაშორისო პარტნიორებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
მიმოხილვითი ნაწილის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით ლალი ჩაგელიშვილი და კვლევების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი ზოია ადამია.