2023 წლის 4 მაისს გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტმა 159-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს უმასპინძლა.
მომავალმა სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია GTUNI-ს საბაკალავრო პროგრამების; გაცვლითი პროგრამების; პრაქტიკისა და სტაჟირების; სტუდენტური აქტივობების; საჯარო ლექციების; მასტერკლასების და სპეციალურად აბიტურიენტებისთვის დაგეგმილი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდა GTUNI-ს ვიცე-რექტორი სასწავლო მიმართულებით, პროფესორი სოფიკო თევდორაძე.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს GTUNI-ს ინფრასტრუქტურა, პრაქტიკული სასწავლო ოფისები და დაესწრნენ იმიტირებული სასამართლო პროცესისთვის სამართლის პროგრამის სტუდენტების სამზადისს. ხოლო კრიმინალისტიკის ლაბორატორიაში პირადად მიიღეს მონაწილეობა თითის ანაბეჭდების აღების პრაქტიკულ აქტივობაში.
GTUNI წარმატებებს უსურვებს მომავალ აბიტურიენტებს კარიერულ გზაზე.