2015 წლის 19 თებერვალს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში FRIDRICH NAUMANN STIFTUNG პროგრამის ფარგლებში „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ წარმომადგენლემბა ლექცია-სემინარი სახელწოდებით „თავისუფლება - ეკონომიკური, პიროვნული და პოლიტიკური თავისუფლება“ ჩაატარეს.
ლექცია-სემინარში მონაწილეობა მიიღეს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის და სამართლის ფაკულტეტის ორმოცდაექვსმა სტუდენტმა.
სტუმრებმა სტუდენტებს საინტერესო თემები შესთავაზეს:
- „თავისუფლება, ეკონომიკური და პიროვნული თავისუფლება“ და „კერძო საკუთრების დამკვიდრების არსებული სურათი საქართველოში“ - რამაზ გერლიანი - ეკონომიკის დოქტორი, „ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის“ პრეზიდენტი;
- „კერძო საკუთრება, კერძო და სახელმწიფო სექტორის წილი საზოგადოებრივ კეთილდღეობაში“ - ირაკლი მაკალათია - ეკონომიკის დოქტორი; თსუ;
- „კერძო საკუთრების როლი და ქართული რეალობა“ - მათე გარდავა - თსუ დოქტორანტი.
თავის მხრივ, სტუდენტებიც ჩაერთვნენ ლექცია-სემინარში, დააფიქსირეს პირადი მოსაზრებები და დასვეს კონკრეტული კითხვები.
გაიმართა ღია დისკუსია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლექცია-სემინარში მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.