წიგნის პრეზენტაცია შედგება 2013 წლის 29 ნოემბერს.
კურსდამთავრებულები და მეგობრები
მერაბ გაბუნია
შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი
დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.
სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!
განცხადებები
ახალი ამბები
სახელმძღვანელო მომავალი ჟურნალისტებისათვის
25 ნოემბერი 2013
გამოვიდა სახელმძღვანელო მომავალი ჟურნალისტებისათვის.
იდეის ავტორები არიან მარინე ვეკუა და ჟილ რუე.
სახელმძღვანელო შექმნილია ცხრა უმაღლესი სასწავლებლის ცამეტი პროფესორის, მათ შორის ერთი ფრანგი პროფესორის, ავტორობით, შედგება თერთმეტი თავისაგან და სამას გვერდზე მეტს ითვლის.
სახელმძღვანელოს შექმნისა და გამოცემის იდეა სწორედ თანამედროვე სასწავლო მასალის ქართულ ენაზე არსებობით იყო ნაკარნახევი.
ჟურნალისტის პროფესია "ღია პროფესიად" მიიჩნევა და ნებისმიერი სპეციალობის ადამიანს აქვს ამ სფეროში თავის დამკვიდრების შანსი, რაც თავისთავად ქმნის ამ დარგის სიმარტივის ილუზიას. ქართულ-ფრანგული ერთობლივი პროექტის - "ჟურნალისტიკის" მხოლოდ სარჩევის გაცნობაც საკმარისია ამ ილუზიის გასაფანტავად.
"პროექტი მოიცავს ჟურნალიზმის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც კი წამოჭრილა დაფუძნებიდან მოყოლებული მისი განვითარების ყველა საფეხურზე", - აღნიშნავს ფრანგი პროფესორი ტერი კომი წიგნისთვის დართულ რეცენზიაში, - "ამ წიგნის მიზანია შეაძლებინოს სტუდენტს ჩაწვდეს თვისი პროფესიის ევოლუციას საქართველოს განსაკუთრებულ კონტექსტში".
"დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ამგვარი წიგნი სანატრელი ჰქონდა ჟურნალისტიკას დაწაფებულ სტუდენტთა არაერთ თაობას. ჯერ იყო და, რუსულიდან გადმოქართულებული, რუსული მაგალითებით გაძეძგილი სახელმძღვანელოებით გვასწავლიდნენ ქართულ ჟურნალისტიკას, მერეა და, რუსულ სახელმძღვანელოებს დასავლური ჩაენაცვლა და ახლა ამათი გაქართულებული თუ ორიგინალური ვერსიებით გაივსო ჟურნალისტიკის სილაბუსები" - წერს ჟურნალისტი და მკვლევარი პაატა ნაცვლიშვილი წიგნის წინასიტყვაობაში და მას "მრავლისმომცველ", "ქართული რეალიების გათვალისწინებით" შექმნილ პირველ ჟურნალისტურ სახელმძღვანელოს უწოდებს.
წიგნს არ ახლავს ტრადიციული ანოტაცია - ვისთვის არის იგი განკუთვნილი, თუმცა, ამ უკმარისობას ავსებს პაატა ნაცვლიშვილის წინასიტყვაობა: "ამ სახელმძღვანელოს არა აქვს კონკრეტული მისამართი, თუ რომელ უნივერსიტეტში, რომელ ფაკულტეტზე, რომელ კურსზე, რომელი დისციპლინის სწავლებისას უნდა იქნას იგი გამოყენებული. ამ მხრივ ის საკმაოდ მოქნილია – პირველკურსელსაც გამოადგება და მეოთხეკურსელსაც, მაგისტრატურის სტუდენტებისთვისაც სასარგებლოა და „მოქალაქე ჟურნალისტებისთვისაც“, ჟურნალისტიკაზე მეოცნებე აბიტურიენტებისთვისაც და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისთვისაც, ვისაც ჟურნალისტობა მეორე პროფესიად აურჩევიათ".
"გლობალიზაციის პირობებში პრესის თავისუფლება ლოკალურ დონეზე მიიღწევა მაშინ, როდესაც შესაძლებელი ხდება შენს გაზეთში აკრიტიკო შენი გაზეთი, შენს ტელემაუწყებლობაში - შენი არხი... გლობალიზაცია ჩვენგან მოითხოვს ყოველდღიურ ბრძოლას ციფრულ მომავალში ჰუმანისტურ ღირებულებათა მხარდასაჭერად".
ამ წამძღვარებით "ჟურნალისტიკის" ავტორებმა ერთ მოკლე აბზაცში მოაქციეს ის მთავარი სათქმელი, რასაც ჩვეულებისამებრ წინასიტყვაობაში ამბობენ წიგნის არსისა და დანიშნულების თაობაზე. საქართველოს მედიასივრცეში ამგვარი ვითარება ჯერ მხოლოდ სასურველი რეალობაა, რომლის მისაღწევად, ბევრ სხვა ობიექტურ ფაქტორთან ერთად, ერთ-ერთი მთავარია ფუნდამენტური ჟურნალისტური განათლება და პროფესიონალიზმი.
წიგნის პრეზენტაცია შედგება 2013 წლის 29 ნოემბერს, 15:00 საათზე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში.