გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს, ERASMUS+ პროექტის ფარგლებში, პეიჩის უნივერსიტეტის(უნგრეთი) სამართლის ფაკულტეტის ლექტორი მელანია ნაჯი სტუმრობს.
„საერთაშორისო ტერორიზმი". ასე ჰქვია სალექციო კურსს, რომელსაც მელანია ნაჯი უძღვება გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში.
კურსს ესწრებიან სამართლის ფაკულტეტის როგორც სისხლის სამართლის სამაგისტრო, ასევე საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები.