ახალი ამბები

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს შეხვდნენ

29 ნოემბერი 2019

დღეს, 2019 წლის 29 ნოემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ბექა ხოხობაშვილი სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და მომავალ იურისტებს რამდენიმე მნიშვნელოვან და საკვანძო საკითხებზე ესაუბრა.

ლექციის ფარგლებში სტუმარი შეეხო ისეთ თემებს როგორიცაა:

  1. სისხლის სამართლის პროცესის სტადიები;
  2. ადვოკატისა და პროკურორის როლი სისხლის სამართლის პროცესში;
  3. დაკითხვის მეთოდები (პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა);
  4. ეფექტური შესავალი და დასკვნითი სიტყვის მომზადება.

სალექციო თემებზე საუბრის დასრულების შემდეგ ბექა ხოხობაშვილმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.


იხილეთ ფოტოგალერეა...