ამ დღეებში გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის პროფესორი ედიშერ ფუტკარაძე, ლიუბლიანას უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მიწვევით, სამეცნიერო მივლინებით სლოვენიაში იმყოფებოდა.
ლიუბლიანას უნივერსიტეტში პროფესორ ედიშერ ფუტკარაძის სალექციო თემა იყო "ქართული სისხლის სამართლის განვითარება".
სამეცნიერო მივლინების ფარგლებში პროფესორმა ედიშერ ფუტკარაძემ გამართა საქმიანი შეხვედრები მარიბორის, პრიმორსკის (სლოვენია), გრაცის (ავსტრია) და ტრისტის (იტალია) უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრების მონაწილეებმა ისაუბრეს მომავალი სამეცნიერო და სასწავლო თანამშრომლობის საკითხებზე.