გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
სწორედ ახალი აკადემიური წლის დაწყებას, სასწავლო პროცესის გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას, უახლოეს პერიოდში განსახორციელებელ აქტივობათა ორგანიზებასა და მიმდინარე საკითხების განხილვას დაეთმო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ფაკულტეტების წარმომადგენელთა, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული პერსონალის მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიმდინარე წლის 22 სექტემბერს გაიმართა.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ფარგლებში მოდიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხიანად და ეფექტურად განხორციელების თაობაზეც.