2022 წლის 28 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა გრიგოლ კალანდაძემ და კვლევების ხელშეწყობის ცენტრის უფროსმა ზოია ადამიამ პულას ჯურაჯ დობრილას სახელობის უნივერსიტეტის(ხორვატია) წარმომადგენელ ირენა მიკულაცოსთან, ,,Zoom"-ის პლატფორმის გამოყენებით, ონლაინ შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის დროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა ისაუბრეს „Erasmus+“-ის ფარგლებში განსახორციელებელი ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შესახებ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ, პროექტის სრულყოფილად დაგეგმვის მიზნით, მსგავსი ხასიათის სამუშაო შეხვედრები კვლავაც გაიმართება.