ახალი ამბები

საქართელოს საერთაშორისო უნივერსიტეტი STUDENTS SUMMER FESTIVAL-ზე მთაწმინდის პარკში

11 ივნისი 2024

2024 წლის 10 ივნისს მთაწმინდის პარკში ჩატარდა სტუდენტური ფესტივალი ,,STUDENTS SUMMER FESTIVAL”, რომელშიც საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც იღებდნენ მონაწილეობას.

საფესტივალო ტერიტორია დაყოფილი იყო ხუთ სივრცედ:

  • მუსიკალური სივრცე, DJ და ბენდი;
  • სნექების კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო სპონსორების პროდუქცია;
  • სათამაშო სივრცე, სადაც გაიმართა სამაგიდო თამაშების ჩემპიონატი;
  • საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო ახალგაზრდების ნამუშევრები;
  • საუნივერსიტეტო სივრცე.

GIU-ს სტენდთან მისულ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ სხვადასხვა სახალისო აქტივობაში, გათამაშებასა და ჩინური კალიგრაფიის მასტერკლასში.


იხილეთ ფოტოგალერეა...